მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » საცივი (ქართლურად)
18:56
საცივი (ქართლურად)


საცივი (ქართლურად)

 

მასალა:

ქათმი  1. (1 კგ)

ნიგოზი  500გრ.

კარაქი  200გრ.

ხახვი  2 თავი

ნიორი  2-3 კბილი

თეთრი ღვინის ძმარი  3 /.

ხმელი ქინძი  1–1/2 /.

იმერული ზაფრანა  2 /.

უცხო სუნელი  2 /.

დარიჩინი და მიხაკი - დანის წვერით

დაფქვილი წითელი წიწაკა  1 / 4 /.

ნახევრად მწარე წითელი წიწაკა  1.

მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ქათამი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 2 ლიტრი წყალი, ვადუღოთ, პერიოდულად მოვქაფოთ და ნახევრად მოვხარშოთ. ბულიონმა ძალიან არ უნდა ჩაიშროს, მოხარშვის შემდეგ უნდა დარჩეს დაახლოვებით 1,5 ლიტრი. ქათამი ამოვიღოთ ქვაბიდან, გავაცივოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ბულიონი გავაცივოთ და მოვხადოთ ცხიმი. ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვთუშოთ კარაქში ღრმა ქვაბში. კარაქს სურვილისამებრ შეგვიძლია დავუმატოთ ბულიონისგან მოხდილი ცხიმი, ამ შემთხვევაში უფრო ცხიმიანი იქნება კერძი. ხახვს დავუმატოთ ქათმის ნაჭრები, დროდადრო ვურიოთ და ვთუშოთ ერთად, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე თავდაუხურავი 3–5 წუთი. ნიგოზი გავატაროთ 2–3–ჯერ, დავუმატოთ გატარებული ნიორი, მოვაყაროთ სუნელები, დაფქვილი წიწაკა,  მარილი და ხელით ვზილოთ (ზეთის გამოსვლამდე). ნიგვზიან მასას დავუმატოთ ბულიონი და კარგად ავურიოთ, რათა არ იყოს გოროხები. მომზადებული სოუსი დავასხათ ქათამს ისე რომ არ ამოვიღოთ ქვაბიდან. საცივი ავადუღოთ, გადმოვდგათ გაზქურიდან, მოვასხათ ძმარი, თუ საჭირო იქნება დავუმატოთ მარილი და კარგად ავურიოთ. გავაფორმოთ წვრილად დაჭრილი წითელი წიწაკით.

კატეგორია: ხორციანი კერძები | ნანახია: 1600 | დაამატა: natia | ტეგები: საცივი (ქართლურად) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: