საცივი აჭარულად
მასალა:
ინდაური
კვერცხი 3ც.
ხახვი 400გრ.
ნიგოზი 4 ჩ/ჭ.
ნიორი,
წიწაკა, ხმელი სუნელი, მარილი-გემოვნებით.
მომზადება:
გასუფთავებული,
გარეცხილი
ინდაური მოვათავსოთ ქვაბში და მთლიანად მოვხარშოთ. ნახარშს მოვხადოთ ცხიმი და ამ ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე დავნაყოთ ნიგოზი, ჩავალესოთ კვერცხის გული. შემდეგ ამაშივე ავურიოთ კარგად დანაყილი ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა და გავხსნათ ინდაურის ნახარშში. მოხარშულ ინდაურს მოვაყაროთ მარილი, გავაციოთ, დავჭრათ და მოვასხათ გამზადებული, გაციებული წვენი.
|