სატაცური
სატაცური
(ლათ.
Asparagus Officinalis) – ხახვისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარე. ცნობილია მისი მრავალი სახეობა, რომელთაც ნორჩი ყლორტების შეფერილობის მიხედვით განასხვავებენ. იგი მდიდარია
ბიოლოგიურად
აქტიური ნივთიერებებით, ნახშირწყლებით, ცილებით, C და B ვიტამინებით. სატაცური გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მისი სამი სახეობა. საქართველოს ტერიტორიაზე სატაცური ყველაზე მეტად პოპულარულია სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა, იქაც ტრადიციულად მისგან სულ 2-3 სახის კერძი მზადდება. ევროპაში სატაცური ძალიან გავრცელებულია, ამ ბოსტნეულის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს როგორც ცალკე, ასევე ხორცთან და სხვა ბოსტნეულთან ერთად. განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს სატაცურის წვნიანი და ომლეტი.
|