მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » სასარგებლო რჩევები დიასახლისებს
19:00
სასარგებლო რჩევები დიასახლისებს


სასარგებლო რჩევები დიასახლისებს

 

ლობიო უამრავი ჯიშისაა...თუ ამოლესილ ლობიოს აკეთებთ, წითელი შეარჩიეთ, მოსახრაკად კი გურული ლობიო სჯობს.

·  ხარისხიანი კომბოსტო მრგვალია, თეთრი, ოდნავ მომწვანო, ფოთლები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიკრული.

· კარტოფილს თხელი კანი უნდა ჰქონდეს. ახალგაჭრილი კარტოფილის ნაჭრები ერთმანეთს წაუსვით. თუ აქაფდა, კარტოფილი კარგი ხარისხისაა.

. რძე შესამოწმებლად გამჭვირვალე ქილაში ჩაასხით, უკან ანთებული სანთელი მიუდგით და ქილაში გაიხედეთ, თუ რძე წყალნარევი არ არის, ანთებული სანთელი არ გამოჩნდება.

· ქვაბი ცეცხლზე მეტისმეტად დიდხანს არ გააჩეროთ. კერძს 2-3 დღის სამყოფს ნუ მოამზადებთ, რადგან გაცხელებისას მასში არსებული ვიტამინები იშლება და კერძი უფასურდება.

· ვიტამინებს შლის ტუტეც, ამიტომ კერძის მომზადებისას ქვაბში ნუ ჩაყრით სოდას.

· წვნიანის მომზადებისას ბოსტნეული ადუღებულ წყალში ჩაყარეთ.

· ხილი და ბოსტნეული ფრთხილათ გაასუფთავედ-ვიტამინები უმთავრესად ზედა ფენაშია თავმოყრილი, ეცადეთ, ნაფცქვენს არ გააყოლოთ.

· ხილიცა და ბოსტნეულიც უმჯობესია კანიანად მოხარშოდ და მერეღა გაფცქვნათ.

· თუ კარტოფილს ცხიმში წვავთ, უმჯობესია მაღალი ტემპერატურიდან დაიწყოთ.

· ბოსტნეული ქვაბში ჩაყრის წინ დაჭერით. თუ დრო ვერ გამოზომეთ, გაფცქვნილი კარტოფილი ცივ წყალში შეინახეთ, სხვა ბოსტნეული კი-თავდახურულ ჭურჭელში.

· როცა კარტოფილს ცივ წყალში ყრით და ისე ადუღებთ, C ვიტამინის 40% იკარგება. თუ მას პირდაპირ მდუღარე წყალში ჩაყრით, მხოლოდ 10%- დაკარგავთ.

· საზოგადოდ, კარტოფილის მოხარშვა ორთქლზე სჯობს.

· ბოსტნეული მოსახრაკად გახურებულ ცხიმიან ტაფაზე დაყარეთ  და სწრაფად მოურიეთ. ცხიმის გარსი მას ჟანგბადის შეხებისაგან დაიცავს და ვიტამინებს შეუნარჩუნებს.

· გაზქურის ხმარებისას ბინაში საგრძნობლად იზრდება ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაცია. უკეთესია, სანამ გაზი ანთია, სარკმელი ღია იყოს. დღის განმავლობაში სამზარეულო 2-3-ჯერ გაანიავეთ გამჭოლი ქარით.

 

წყარო: kveba.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1906 | დაამატა: natia | ტეგები: სასარგებლო რჩევები დიასახლისებს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: