სასარგებლო მინერალები
არსებობს 100-მდე მინერალური ნივთიერება, რომელთაგან 20 ადამიანის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია. ზუსტი რიცხვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ისინი ბავშვს ძალიან რომ სჭირდება, ყველა მშობელმა იცის. "ვაშლში რკინაა”, "რძე კალციუმითაა მდიდარი”, – ამგვარი ჭეშმარიტებანი ყველა დედიკოს ახსოვს და აქტიურადაც იყენებს. მოდი, თვალი გადავავლოთ მინერალური ნივთიერებების ჩამონათვალს, გავარკვიოთ, სად შეიძლება მათი პოვნა, რკინასა და მისი დეფიციტით განპირობებულ ანემიაზე კი გაცილებით ვრცლად გესაუბრებით. მაგნიუმი ცილებისა და ნახშირწყლების სინთეზისთვის საჭირო ფერმენტების შემადგენლობაში შედის. მას დამამშვიდებელი, სისხლძარღვების გამაფართოებელი და შარდმდენი მოქმედება აქვს. სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Mg-ს დღიური ნორმა 140 მგ-ია, 4-დან 6 წლამდე – 220, 7-დან 10 წლამდე – 300, ხოლო 11-13 წლის ასაკისთვის – 400 მგ. მაგნიუმით მდიდარია მცენარეული სურსათი, განსაკუთრებით – ქატო, სოიის ფქვილი, ტკბილი ნუში, ნიგოზი, ბარდა, ხორბალი, გარგარი, თეთრთავა კომბოსტო.უხვადაა გარგარის ჩირში (კურაგაში), ლეღვში, ფორთოხალში, მანდარინში, კარტოფილში (500 გ კარტოფილი კალიუმის დღიურ მოთხოვნილებას მთლიანად აკმაყოფილებს. ასე რომ, მშობლებს ვურჩევთ, ნუ ეტყვიან პატარებს უარს შემწვარი კარტოფილის მომზადებაზე). K-ით მდიდარია ასკილი, შავი მოცხარი, მარწყვი, საზამთრო, ნესვი, სოია, ალუჩა, კიტრი, ბრიუსელის კომბოსტო, თხილი, ნიგოზი, ოხრახუში, ქიშმიში, ქლიავი, ჭვავის პური და შვრია. კალციუმი ძვლებისა და კბილების ერთგვარი საშენი მასალაა. ის მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, აქტიურად არის ჩართული გულის კუნთის შეკუმშვის აქტში. Ca უამრავ პროდუქტშია, მაგრამ ყველაზე იოლად მაინც რძის ნაწარმიდან შეითვისება (კალციუმის შეთვისებაში კი D ვიტამინი მონაწილეობს). დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საკმარისია ნახევარი ლიტრი რძე ან 100 გრამი ყველი.
გაითვალისწინეთ: რძე პატარებისთვის შეუცვლელი პროდუქტია. ის მხოლოდ კალციუმის წყარო კი არ გახლავთ, არამედ სხვა პროდუქტებიდან ამ ელემენტის შეთვისებასაც უწყობს ხელს. ამდენად, ბავშვის მენიუში რძის ჩართვა მისი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. გარდა რძის პროდუქტებისა, კალციუმს უხვად შეიცავს ლობიო, სიოა, ოხრახუში, ხახვი, გარგარის ჩირი, ვაშლი, ტკბილი ნუში, კვერცხის გული.
გახსოვდეთ: თერმული დამუშავებისას (ადუღებისას, შეწვისას, მოხრაკვისას) პროდუქტი 25%-მდე კალციუმს კარგავს. ამ ელემენტის შეთვისებას კი ხელს უშლის ჭვავის პური, მჟაუნა, კაკაო, შოკოლადი და, საზოგადოდ, ცხიმიანი საკვები. ნატრიუმი მონაწილეობს კუჭის მჟავას წარმოქმნაში, თირკმელების მიერ ცვლის პროდუქტების გამოდევნაში, ზოგიერთი ფერმენტის გააქტიურებაში, სისხლის მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნებაში. Na-ს ძირითადი წყარო სუფრის მარილია. დედიკოებს კი ვურჩევთმომზადების შემდეგ მოაყარონ და არა მომზადებისას. ფოსფორი ცვლითი პროცესების აქტიური კომპონენტია. იგი ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შედის. მისი დეფიციტი ნეგატიურად აისახება მეხსიერებაზე, მხედველობაზე. ფოსფორით მდიდარია რძე, ხაჭო, ყველი, სოკო, კვერცხის გული, ნიგოზი, ბრინჯი, სოიის ფქვილი, ხორბლის პური, ბოლოკი, ბარდა, გარგარის ჩირი, ქიშმიში, ძროხის ხორცი, ღვიძლი, ბოცვრის ხორცი. იოდი ბავშვის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია. ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე იოდის მკვეთრი დეფიციტი აღინიშნება, ამ ნივთიერების დანაკლისის შევსებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მაგალითად, ორსულებს იოდის პრეპარატებს უნიშნავენ, რაც მომავალ თაობას იოდდეფციტით განპირობებული მძიმე შედეგებისგან (ფიზიკური და გონებრივი განვითარების მკვეთრი დარღვევებისგან) იცავს. ბავშვთა ასაკში იოდის დეფიციტის პრობლემას ჩვენც არაერთხელ შევეხეთ. აღნიშნული საკითხის შესახებ სტატიები შეგიძლიათ იხილოთ "ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლის” . . . ნომრებში. ჩვენ კი მშობლებს კიდევ ერთხელ ვურჩევთ, ბავშვის მენიუ შეძლებისდაგვარად გაამდიდრონ იოდის შემცველი პროდუქტებით: ზღვის კომბოსტოთი, თევზით, ხამანწკებით, ხახვით, პრასით, ნესვით. მცირე ოდენობით იოდი რძის პროდუქტებშიც მოიპოვება. გოგირდი ორგანიზმის უჯრედების, ფერმენტების, ჰორმონების კომპონენტია. ამდენად, მისი დეფიციტი ერთობ ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე. ასე რომ არ მოხდეს, გაამდიდრეთ ბავშვის მენიუ ხორცით, კვერცხით, შვრიით, წიწიბურათი, რძით, ყველით, ბარდითა და კომბოსტოთი. მანგანუმი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაში მონაწილეობს. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ეს ელემენტი სისხლში ქოლესტეროლის დონის რეგულაციას ახორციელებს. მანგანუმი უხვადაა მარცვლეულში, განსაკუთრებით – შვრიაში, ლობიოში, ბარდაში, საქონლის ღვიძლში. სპილენძიც მეტად აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ის აუცილებელია რკინის ასათვისებლად (მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში). მეცნიერულ კვლევათა თანახმად, სპილენძი ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. ასე რომ, აქტიურად მზარდ ორგანიზმს ეს ელემენტი უდავოდ სჭირდება.
სპილენძს შეიცავს: ხორცი, თევზი, პურ-ფუნთუშეული, რძე, ხილი, კენკრა. თუთია ფერმენტების შემადგენლობაში შედის, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ის ნერვული და შემაერთებელი ქსოვილის მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღე-ღამეში 10 მგ თუთია საკმარისია, რომ ბავშვის ორგანიზმი ადეკვატურად განვითარდეს. თუთიით მდიდარია ხორბალი და ხორბლის ქატო, ბატის ხორცი, ლობიო, ბარდა, სიმინდი, საქონლისა და ქათმის ხორცი, თევზი, საქონლის ღვიძლი, რძე. ამ ელემენტს შეიცავს ასევე ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი, კარტოფილი, კომბოსტო, ჭარხალი და სტაფილო.
ყველაზე "მაგარი” ელემენტი
საკმარისია, მიზეზად კი რკინის უკმარისობას მიიჩნევენ. ამის შემდეგ პატარას მენიუ უმთავრესად ვაშლისა და ხილის წვენებისგან შედგება...
ნუთუ ანემია ასე იოლად მოსაგვარებელი პრობლემაა? მოდი, ამაზე ვისაუბროთ.
საზოგადოდ, ანემია ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც კლინიკურად კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე ახასიათებს, ლაბორატორიულად კი – ჰემოგლობინისა და (ან) ერითროციტების შემცირება სისხლის მოცულობით ერთეულში.
რაც შეეხება უშუალოდ რკინადეფიციტურ ანემიას, საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა გამოკვლევამ ასეთი შედეგი აჩვენა: თუ 1985-1990 წლებში რკინადეფიციტური ანემიის ხვედრითი წილი მოზრდილებში მხოლოდ 1,6% იყო, 2000 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 25%-ს მიაღწია; კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა პატარებში – 90-იან წლებში ანემიის ეს ფორმა აღენიშებოდა ბავშვთა 5,4%-ს, ათი წლის შემდეგ კი რკინადეფიციტური ანემიის წილად 21,5% მოდის, ესე იგი, ყოველი 100 ბავშვიდან 21-ს რკინა აკლია. მოიმატა სისხლნაკლებობის საერთო სიხშირემაც და ბავშვებში 35,7% შეადგინა. ვგონებთ, მონაცემები შემაშფოთებელი უნდა იყოს.
ანემიას იწვევს:
. საკვების მეშვეობით რკინის მიწოდების უკმარისობა;
. რკინის შეწოვის დაქვეითება, რაც კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დროს ხდება;
. რკინის გაძლიერებული ხარჯვა, რისი მიზეზიც გახლავთ სისხლდენა, ორსულობა, პუბერტატული (გარდატეხის) ასაკი და სხვა.
საქართველოში რკინადეფიციტური ანემიის უმთავრეს მიზეზად არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება მიიჩნევა. დაიხსომეთ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ყველაზე უკეთ შეითვისება ჰემინური რკინა, რომელიც ცხოველის ჰემოგლობინშია. შედარებით ძნელი შესათვისებელია მცენარეულ საკვებში არსებული იონური რკინა, ამიტომაც ორგანიზმი რკინით რომ გაიმდიდროთ, საკვები გონივრულად უნდა შეარჩიოთ. ვაშლი 2,5 მგ რკინას შეიცავს, მაგრამ ორგანიზმი აქედან მხოლოდ 3%-ს ითვისებს, რაც, თავისთავად ცხადია, დეფიციტს ვერ შეავსებს, ამიტომ ანემიისგან განკურნების მიზნით ბავშვებს რამდენი ვაშლის, ჭარხლისა თუ ბროწეულის წვენიც უნდა ვასვათ, ჩვენი ძალისხმევა ამაო იქნება. თუმცა მცენარეული საკვები მაინც ძლიერ სასარგებლოა: იგი ორგანიზმს აწვდის ვიტამინებს, რომლებიც რკინის შეწოვას აუმჯობესებს. რკინადეფიციტური ანემიისას მედიკამენტური მკურნალობის (თუკი ის, რაღა თქმა უნდა, საჭიროა) პარალელურად მშობლებმა პატარას მენიუ იოლად ასათვისებელი რკინის შემცველი პროდუქტებით უნდა გაუმდიდრონ. გახსოვდეთ: რკინის შეწოვას ხელს უწყობს ფრუქტოზა, სორბიტი, ქარვის მჟავა, c ვიტამინი, ალკოჰოლი, ღვინისა და ვაშლის ძმარი, ლიმონმჟავა, ამინომჟავები: ჰისტიდინი, ლიზინი, ცისტეინი, ფორთოხლის წვენი.
წყარო: kveba.ge
|