საფუარიანი ცივი ცომი ხაჭაპურისათვის
მასალა:
კარაქი ან მარგარინი 200გრ.
რძე 1 ჩ/ჭ.
საფუარი (დროჟი) 25გრ.
ფქვილი რასაც შეიზელს.
მომზადება:
კარაქი ან მარგარინი კარგად დავკეპოთ ფქვილთან ერთად, გავაკეთოთ
ღრმული და ჩავასხათ ცივი რძე, რომელშიც კარგად იქნება გახსნილი საფუარი. მოვზილოთ
საშუალო სიმაგრის ცომი და მოვათავსოთ მაცივრის საყინულეში 40–50 წუთი. გამოვიღოთ,
გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ხაჭაპური ჩვეულებრივი წესით. ასეთი ცომი შეიძლება
მაცივარში შევინახოთ რამოდენიმე დღე და შემდეგ გამოვიყენოთ.
საფუარიანი ცომი
მასალა:
ფქვილი 1კგ.
საფუარი 30–50გრ.
სითხე (წყალი ან რძე) 2 ჩ/ჭ.
კვერცხი 3–4ც.
მომზადება:
ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ 2 ჩ/ჭ. სითხე (რძე ან წყალი, ან
რძიანი), გავათბოთ (დაახლოებით 30*), გავხსნათ შიგ საფუარი, დავამატოთ კვერცხი,
ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცხიმი გავადნოთ და ვზილოთ ცომი ცხიმიანი ხელით, სანამ
ცომი ცხიმს მთლიანად არ შეიზელს. მოზელილ ცომს მოვაყაროთ ფქვილი, დავახუროთ სუფთა
ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 3–4 საათი. გაფუების პროცესში ცომი შეიძლება 2–3–ჯერ
დავზილოთ.
|