სანგრია
"სანგრია” ერთ-ერთი
ყველაზე პოპულარული სასმელია იმ ტურისტებს შორის, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ესპანეთს. ამ სასმელს 1-ლიტრიან ჭურჭელში ასხამენ და ასე მიართმევენ ხოლმე სტუმრებს. ესპანური "სანგრია” თითქმის იგივეა, რაც პუნში, ოღონდ რა თქმა უნდა განსხვავებულ ინგრედიენტებს შეიცავს. ზუსტად იმავე შემადგენლობის სასმელი მექსიკის სხვადასხვა ბარებშიც შეგიძლიათ მიირთვათ. მისი დამზადება კი შემდეგნაირად შეგიძლიათ:
1 ბოთლი წითელი ღვინო
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა ატმის წვენი
ნახევარი
ჭიქა ლიმნის წვენი
ყველაფერი
ეს ერთად უნდა მოათავსოთ ბლენდერში და აურიოთ. დაუმატეთ ახალი ხილი თქვენი გემოვნებით და "სანგრიაც” მზადაა. თუ წითელი ღვინის ნაცვლად, თეთრს გამოიყენებთ, ამ შემთხვევაში მიიღებთ "სანგრია ბლანკას". ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში ამ სასმელს მსხლით აკეთებენ და "ზურას” უწოდებენ.
"სანგრია”
აგრეთვე ბოთლში ჩამოსხმული შეგიძლიათ შეიძინოთ და მიირთვათ. სასმელის წარმოშობას ინდიელებს უკავშირებენ. არსებობს ვერსია, რომ სწორედ მათ შემოიტანეს ეს სასმელი ესპანეთში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მას ღვინის გარეშე სვამდნენ. აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ ინგრედიენტებიდან
ღვინო ამოიღოთ და უალკოჰოლო
"სანგრია”
მიირთვათ.
წყარო:
avtoradio.ge
|