მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » სანელებლები
18:58
სანელებლები


სანელებლები

 

თურმე პიკანტურ სანელებლებს, გარდა იმისა, რომ საჭმელს სასიამოვნო გემოს და სურნელს მატებენ, აქვთ სამკურნალო თვისებები, შეუძლიათ დაგვიცვან არა მარტო გაცივებისგან, არამედ სხვა დაავადებებისგან:

. პილპილი (შავი, სურნელოვანი) აძლიერბს ნერვულ სისტემას, ტონუსს მატებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს მადას, ხელს უწყობს კუჭის წვენის გამომუშავებას. ის აღიზიანებს ლორწოვან გარსს, ამიტომ ეკრძალებათ მათ, ვისაც აწუხებს გასტრიტი, კუჭის წყლული და საყლაპავი მილის დაავადება.

. წიწაკა (წმენდს) სისხლძარღვებს, აქვეითებს სისხლის შესქელების უნარს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას. წიწაკის დამატება ხორციან და ბოსტნეულის კერძებზე სასარგებლოა მათთვის,ვისაც ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი აწუხებს.

. რეჰანს აქვს ანტიმიკრობული თვისებები, ასტიმულირებს, ჩვენს დამცველ უჯრედებს-ლეიკოციტებს, საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, აძლიერბს იმუნიტეტს. აქვს მსუბუქი შარდმდენის და სიცხის დამწევი თვისებები. მაგრამ ჰიპერტონიკებმა უნდა მიიღონ ზომიერად, რადგან რეჰანი მაღლა სწევს წნევას.

. მიხაკს ავიცენა მიიჩნევდა სამკურნალო საშუალებად. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას; ართრიტის, ნიკრისის ქარის და კბილის ტკივილის დროს აყუჩებს ტკივილს(ამ დროს შეგიძლიათ დაღეჭოთ მიხაკი), ხსნის დაღლილობას, ააქტიურებს მეხსიერებას.

. იმბირი(კოჭა) ანგინის, მწვავე რესპირატორული დაავადების დროს საუკეთესო ანტისეპტიკია. გრიპის ეპიდემიის დროს კარგია მიიღოთ მირინადში ჩადებული 2 პატარა ნატეხი კოჭა. ის ააქტიურებს კუჭის მუშაობას. შველის ზღვის დაავადებას(პირღებინებას), ხსნის გულისრევის შეგრძნებას, აქვს შარმდენი თვისება, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, კვებავს კანს. უკუჩვენება აქვს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთებისა და წყლულის გამწვავების დროს.

. თავშავა ხსნის სპაზმებს, შველის თავისა და კუჭის ტკივილს, აცხრობს ქავილს და ტკივილს ღრძილების ანთებისა და ქრონიკული პაროდონტოზის დროს. აუმჯობესებს კანის ტონუსს, ააქტიურებს ცხიმის ცვლას.

. დარიჩინი აფართოებს ბრონქებს, ასტიმულირებს სუნთქვით ფუნქციებს. ასე რომ, ხველების დროს მისწრებაა დარიჩინით შენელებული ცხელი კაპუჩინო. შველის სპაზმებითა და დაძაბულობით გამოწვეულ თავის ტკივილს.

 

წყარო: kveba.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1909 | დაამატა: natia | ტეგები: სანელებლები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ნინო სულაძე  
0
სუნელები ძალზედ სასარგებლოა. გვეხმარება სხვადსხვა პრობლემის მოგვარებაში და თანაც სასიამოვნო სურნელი და გემო აქვვს.

სახელი *:
Email *:
კოდი *: