სალათი ცეზარი
მასალა:
1/2ც. პური
300გრ. ქათმის ფილე
1 დიდი კონა სალათის ფოთოლი
50გრ. ყველი
1 კბილი ნიორი
ზეითუნის ზეთი.
შიგთავსისთვის:
2ც. კვერცხის გული
2 ჩ/კ. მდოგვი
1 კბილი ნიორი
2 ს/კ. ლიმონის წვენი
1 ს/კ. ძმარი
100 მლ ზეითუნის ზეთი
მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
სალათის ფოთლები დავჭრათ და
მოვათავსოთ ფორმაზე. შემდეგ
5 ს/კ. ზეთს ავურიოთ გატარებული ნიორი, გავაჩეროთ 15 წუთით. პური
დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად და შევბრაწოთ ნივრიან ზეთში ოქროსფერი ფერის
მიღებამდე. მოხარშული და შემდეგ შემწვარი ქათმის ფილე დავჭრათ პატარა კუბიკებად
მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და შევწვათ ზეთში აღნიშნული მასა მოვათავსოთ სალათის
ფურცლებზე, მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ
გახეხილი ყველი.
სოუსის მომზადება:
კვერცხის გული ავთქვიფოთ მდოგვთან ერთად, დავუმატაოთ გატარებული
ნიორი, ძმარი, ლიმონის წვენი, ზეთი, მარილი და წიწაკა გემოვნებით და კარგად
ავურიოთ.
|