სალათი შემწვარი წიწაკით (მესხურად)
მასალა:
მწვანე ცხარე წიწაკა 1ც.
ბულგარული წიწაკა 3ც.
მზესუმზირის ზეთი 100 მლ.
თეთრი ღვინის ძმარი 1ჩ/კ.
რეჰანი 20გრ.
ნიორი 4 კბილი
დაფქვილი შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ცხარე და ბულგარული წიწაკა გავასუფთავოთ გულისაგან და დავჭრათ
ჩხირისებურად. მოვთუშოთ წიწაკა აღნიშნული ზეთის ნახევარში. დარჩენილი ზეთი
შევურიოთ ძმარში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი რეჰანი, გატარებული ნიორი, მარილი და
წიწაკა. მომზადებული მასა დავასხათ მოთუშულ ცხელ წიწაკას და გავაჩეროთ 1–2 საათი.
სუფრაზე გავიტანოთ ცივად.
|