სალათი ორაგულით და ლობიოთი
მასალა:
300გრ. დაკონსერვებული
ორაგული
400გრ. მწვანე
ლობიო
8ც. მწყრის
კვერცხი (ან 2-3 ქათმის)
1 კონა მწვანილი (ქინძი)
მცენარეული
ზეთი
მარილი,
წიწაკა, გემოვნებით. მომზადება:
ლობიო
ჩავყაროთ ცხელ წყალში და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოვიღოთ სასურველ ფორმაზე, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ორაგული, მწვანილი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასხათ ზეთი კარგად ავურიოთ და გავაფორმოთ მოხარშული კვერცხით.
|