სალათი კომბოსტოთი და მწვანილით
მასალა:
კომბოსტო 1ც.
ხახვი 1 თავი
ნიორი 2 კბილი
მცენარეული ზეთი 4 ს/კ.
ვაშლის ძმარი 1 ს/კ.
კამა, ოხრახუში, ქინძი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კომბოსტო დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ მარილი და ხელით ვზილოთ წვენის
გამოსვლამდე, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, კამა, გატარებული
ნიორი, ვაშლის ძმარი, ზეთი და კარგად ავურიოთ.
გავაფორმოთ მწვანილით.
|