სალათა სტაფილოთი და ღვიძლით
მასალა:
500გრ. ღვიძლი (ღორის)
4ც. სტაფილო
150გრ. ხახვი
მცენარეული ზეთი
მაიონეზი, წიწაკა, მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ღვიძლი გავასუფთავოდ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, შევწვათ ზეთში,
დავუმატოთ ნახევარმთვარისებურად დაჭრილი ხახვი და გავაჩეროთ გაზქურაზე 5 წუთის
განმავლობაში, შემდეგ გადმოვიღოთ სასურველ ფორმაზე, მოვაყაროთ გახეხილი სტაფილო,
წიწაკა, მარილი, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ.
|