სალათა ორაგულით და კარტოფილით
მასალა:
150გრ. დამარილებული ორაგული
250გრ. კარტოფილი
4 კბილი ნიორი
5 ს/კ. მცენარეული ზეთი
3 ს/კ. ძმარი
1 კონა სალათის ფოთოლი
მომზადება:
სასურველ ფორმაზე მოვათავსოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი სალათის ფოთოლი,
შემდეგ ამავე ფორმაზე მოვათავსოთ მოხარშული და პატარა კუბიკებად დაჭრილი
კართოფილი, კუბიკებად დაჭრილი ორაგული და მოვასხათ სოუსი.
სოუსის მომზადება:
ნიორი გავატაროთ , დავუმატოთ ძმარი, ზეთი და კარგად მოვურიოთ.
|