სალათა "მზესუმზირა"
მასალა:
300გრ. ქათმის ფილე
400გრ.დაკონსერვებული სიმინდი
3ც. კვერცხი
200გრ. პიკელებული სოკო
200გრ.სტაფილო
3ც. ხახვი
ზეთისხილი (სურვილისამებრ)
ჩიფსები (ოვალური)
მცენარეული ზეთი
მაიონეზი , მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მოხარშულ სტაფილოს და კვერცხს ვხეხავთ წვრილ სახეხზე. ქათმის ფილეს
ვჭრით პატარა ნაჭრებად და ვწვავთ ზეთში. სოკოს და ხახვსაც ვჭრით პატარა ნაჭრებად.
სასურველ ფორმაზე მოვათავსოთ ქათმის ფილე, სტაფილო, სოკო, ხახვი, კვერცხი,
სიმინდი, გარშემო შემოვუწყოთ ჩიფსები. სურვილისამებრ შეგვიძლია გასაფორმებლად
გამოვიყენოთ ზეთისხილი. სალათას ვაკეთებთ ზემოთაღნიშნული თანმიმდევრობით და
თითოეულ ფენაზე ვაყრით მარილს და ვასხამთ მაიონეზს.
|