სალათა ქაშაყით, კარტოფილით და კვერცხით
მასალა:
200გრ. ქაშაყის
ფილე (დამარილებული)
300გრ. კარტოფილი
2ც.
კვერცხი
150გრ. წითელი
ხახვი
1 კონა მწვანილი (კამა)
მარილი,
წიწაკა, მაიონეზი გემოვნებით.
მომზადება:
მოხარშული
კარტოფილი,
კვერცხი და დამარილებული ქაშაყი დავჭრათ კუბიკებად, დავუმატოთ ნახევარმთვარისებურად
დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი კამა, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. (მაიონეზის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ მცენარეული ზეთი).
|