სალათა "გვირილები"
მასალა:
3ც.
მოხარშული
კვერცხი
2ც.
სტაფილო
2ც.
კიტრი
2 საშუალო თავი ხახვი
1 ქილა კონსერვირებული ორაგული
150გრ. ბრინჯი
მაიონეზი,
სალათის ფურცლები, კამა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მოხარშეთ
ბრინჯი მარილწყალში. სტაფილო გახეხეთ მსხვილად და მოშუშეთ ცხიმში. პირველ რიგში სალათის ფურცლები დაალაგეთ ჭურჭელზე, რომელზეც სალათს ამზადებთ, დააფინეთ მოხარშული ბრინჯი და მოასხით მაიონეზი, მეორე ფენად ორაგული და ისევ მაიონეზი, შემდეგ წვრილად დაჭრილი ხახვი-მაიონეზი, სტაფილო-მაიონეზი, წვრილად დაჭრილი კიტრი-მაიონეზი. სულ ბოლოს კი აკეთებთ გვირილის მინდორს, მაგრად მოხარშულ კვერცხის ცილას ჭრით მოგრძო ფორმებად. კვერცხის აკუწული გულისგან აკეთებთ გვირილის გულს, უწყობთ მას ცილის
ნაჭრებს, ისე, რომ გვირილის ფორმა მისცეთ. ფოთლებს კი კამისგან აკეთებთ. ასე აფორმებთ სალათას ზევიდან მთლიანად.
|