საქონლის ხორცის სუპი პომიდვრით
მასალა:
საქონლის
ხორცი 1 კგ.
პომიდორი
1 კგ.
ხახვი
2-3 თავი
ნიახური 2 ძირი
სტაფილო 1ც.
კვერცხი 4ც.
დაფნის
ფოთოლი
2-3ც.
ოხრახუში,
დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი
გავრეცხოთ,
დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავასხათ წყალი ვადუღოთ, მოვქაფოთ, შემდეგ დავუმატოთ ნიახური მთლიანი ძირი , დაჭრილი ხახვი, სტაფილო და ოხრახუში, მოვაყაროთ წიწაკა და ვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე, ხარშვის ბოლოს დავუმატოთ დაფნის ფოთოლი. პომიდორი გავატაროთ და გავაცხელოთ
10–15 წუთი,
დავუმატოთ
მომზადებულ
სუპს და ავადუღოთ, შემდეგ სუპში ჩავასხათ ათქვლეფილი კვერცხი, გავაჩეროთ დამატებით 5 წუთი. გავაფორმოთ მწვანილის ფოთოლით.
|