საქონლის ხორცის გუფთა
მასალა:
საქონლის
ხორცი 500გრ. რბილობი
კარტოფილი 2–3
კვერცხი 2ც.
ნიგოზი 1 ჭიქა
დაფქვილი
ორცხობილა
(სუხარი) ამოსავლებად
ერბო
შესაწვავად
ოხრახუში,
დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი
და ხორცი მოვხარშოთ ცალცალკე, ორჯერ გავატაროთ, ნიგოზთან და ოხრახუშთან
ერთად, შემდეგ ჩავახალოთ კვერცხი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ. მიღებული მასისგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები, ამოვავლოთ დაფქვილ ორცხობილაში (სუხარში) და შევწვათ ორივე მხრიდან ერბოში. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
|