საქონლის გულ-ღვიძლი
მასალა:
3 გულღვიძლზე (გოჭის! არა ბურვაკის!)
1 კგ ხახვი
4-5 კბილი ნიორი
1-2 კონა ქინძი
1-2 კონა ქონდარი
2-3 დაფნის ფოთოლი
2-3 ჭიქა კარგი წითელი ღვინო
3-4 მწიფე ბროწეულის მარცვალი
წიწაკა და გემოვნებით.
მომზადება:
საქონლის გულ-ღვიძლი (სჯობს ღორის, ცხვრის ან ახალგაზრდა
საქონლის-დეკეულის) თავის მუცლის ქონით, ხახვი1,5 კგ., წიწაკა მწვანე 2-3 ცალი
(ძალიან მწარე არ უნდა), 2-3 კბილი ნიორი, დაფნის ფოთოლი 3-4 ცალი, ქინძი,
პეტრუშკა, ნიახური-ძალიან ცოტა, მარილი, დაფქვილი წიწაკა და შავი პილპილი
გემოვნებით(ისე ყაურმა მწარე უნდა იყოს), ხმელი ქინძი, ძირა, უცხო სუნელი თითო
ჭიქა (ბაზარში რითაც ყიდიან ის ჭიქა), ძირა ნახევარი ჭიქა, 500 გრამი წითელი
ღვინო. კარგად გარეცხავ ჯიგარს და მუცლის ქონს, დაჭრი წვრილად 2-3სმ ნაჭრებად,
ჩაყრი ქვაბში და დაიწყებ მოშუშვას თავდახურულში. თავის წვენი რომ თითქმის ჩააშრება
დაამატებ ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს, დაფნის ფოთოლს და 2-3 კბილ დაჭრილ ნიორს
დაახურებ თავს და შუშავ(მალ-მალე უნდა მოურიო რომ არ მიიწვას). ხახვი რომ
მოიშუშება და ჯიგარიც შეწითლდება დაამატებ სუნელებს. ცოტა ხანში ნახავ თუ წვენი
უკვე ამომშრალი იქნება დაამატებ ღვინოს, ღვინო კარგად რომ გაუჯდება თუ ეს საჭირო
გახდება ამატებ წყლს ან ბულიონს (არის კიდევ ერთი ვარიანტი: ტომტს ან პამიდორს
უკეთებენ). გააგრძელებ შუშვას მზდაყოფნამდე, მერე დაამატებ მარილს, წვრილად დაჭრილ
მწვანილებს და მწვანე წიწაკას მოურევ და გადმოდგავ დაობვებ თავდახურულს 10 წუთით.
ყაურმა არ უნდა იყოს სუპივით წვნიანი და არც ძალიან მშრალი, წვენი უნდა ჰქონდეს
სქელი და ბლანტი.
უხდება მშრალი ღვინოები, ზამთარში არაყი.
|