მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » საერთაშორისო ეთიკის ნორმები
19:01
საერთაშორისო ეთიკის ნორმები


საერთაშორისო ეთიკის ნორმები

 

* სუფრაზე დაჯდომისას გამორთეთ ან ჩუმ რეჟიმზე დააყენეთ ყველა ელექტრო-მოწყობილობა. თუ დაგავიწყდათ ტელეფონის გამორთვა და მან დარეკა, სასწრაფოდ გათიშეთ იგი. არ იმესიჯოთ. თუ გაქვთ ბლექბერი (Blackberry) ან აიფოუნი (iphone) ინტერნეტში ნუ შეხვალთ.

* სუფრაზე დაჯდომისას კალთაზე დაიფინეთ ხელსახოცი. პირის მოწმენდისას იგი ნაზად და მშვიდად უნდა მოისვათ პირზე, ასევე აუცილებელია პირის მოწმენდა შუშის ჭიქიდან დალევის შემდეგ. ჭამისას აუცილებლად მოგვინდება ტუალეტში, ამ დროს, ადგომის წინ, კალთაში ჩადებული ხელსახოცი უნდა ავიღოთ და თეფშის მარცხენა მხარეს მოვათავსოთ. წასვლის წინ ამავე ხელსახოცს თეფშის მარჯვენა მხარეს ვდებთ, არც მთლიანად გაშლილს და არც მთლიანად დაკეცილს.


* თუკი ვართ მასპინძლის ამპულაში, უნდა დაველოდოთ სანამ ყველას მოემსახურებიან ან მოვემსახურებით და შემდეგ დავიწყოთ ჭამა, ხოლო თუ ვართ სტუმარი უნდა დაველოდოთ სანამ მასპინძელი არ დაიწყებს ჭამას.

* შევედით რესტორანში, დავსხედით და რას ვხედავთ, ჩვენს თეფშებთან უამრავი დანა და ჩანგალია. თუკი არ ვიცით რა რისთვისაა, უნდა ვიმოქმედოთ შემდეგი წესით- "გარედან შიგნით”, ანუ ხელსაწყოები თეფშის მიმართულებით უნდა ვიცვალოთ. ერთხელ ნახმარი დანა ან ჩანგალი მაგიდაზე არ უნდა დავაბრუნოთ, არამედ იმ თეფშზე საიდანაც მივირთვით. სუპის ჭამისას კოვზი თასში უნდა ჩავდოთ, ხოლო ჩაის კოვზი, მოხმარების შემდეგ, ქვესადგარზე უნდა მოვათავსოთ.

* უნდა ვისხდეთ გამართულად (არ უნდა მოვიხაროთ)

* ხელების დადების 3 წესი არსებობს: მაჯების მოთავსება მაგიდაზე, მკლავების მოთავსება მაგიდაზე ან ხელების დაწყობა კალთაზე.

* ფეხები დაიჭირეთ სკამთან რაც შეძლება ახლოს, პარალელურ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ვინმეს წაკრავთ ან უბიძგებთ და იმას გადაცდება ან ჩანგალი ან კიდე დანა :)

* ეთიკის თანახმად, პირის მოცულობითი რესურსის მთლიანად გამოყენება არ შეიძლება, ღეჭვისას იგი მოკუმული უნდა გვქონდეს და მორიგი ნაჭრის ჩადებამდე რამოდენიმე წამი უნდა გავიდეს.


* თუ პირში რამე არასასიამოვნო მოგვხვდა, მისი ეგრევე გამოგდება არ შეიძლება. ძვლის, ფხის ან რაიმეს ყუნწის მოშორება შეიძლება თითით ან ჩანგლით.

* სუფრაზე არაეთიკურია სავსე პირით ლაპარაკი, პირის ღრუში ძრომიალი ან კოსმეტიკის ამოღება, ყველაფერ ამისთვის არსებობს ტუალეტი.

* სუფრაზე ჯდომისას მნიშვნელოვანია ზრდილობა. ნებისმიერი ტიპის მომსახურებისას გადაიხადეთ მადლობა.

* იყავით მშვიდი, მოეშვით და სიამოვნება მიიღეთ გარემომცველი სიტუაციისა და ხალხისგან.

დამატებითი ინფორმაცია:

* ყოფილა საინტერესო ეთიკის ნორმა ტელეფონის გათიშვასთან დაკავშირებით, ოღონდ როდესაც რაიმე ფირმიდან გვირეკავენ. თუ ავიღეთ ტელეფონი და გვესმის, რომ რაიმე ფირმიდან, ამა თუ იმ აქციის შემოთავაზებისთვის გვირეკავენ, ჩვენ კი ამის მოსმენა არ გვინდა, ყველაზე ზრდილობიანი ვარიანტი მათი თავიდან მოშორებისა არის შემდეგი სიტყვები: "უკაცრავად, მე არ ვარ ამ საკითხით დაინტერესებული” და ვთიშავთ ისე, რომ პასუხს არ ველოდებით. ეს ჩვენ არ ჩაგვეთვლება უზრდელობად-უბრალოდ ჩვენ მათ დრო არ დავაკარგვინეთ ტყუილად.

* უცხოეთში, როდესაც სტუმარი მიდის მასპინძელთან, მასპინძელი ვალდებულია უზრუნველყოს იგი ყველაფრით. სტუმარს უზრდელობაში არ ეთვლება მოითხოვოს რაიმე სასმელი მასპინძლის ხარჯზე.

* დიდ ბრიტანეთში 2 მოსაუბრე ვალდებულია უყუროს ერთმანეთს თვალებში, ამასთან არ გააკეთოს რაიმე ზედმეტი მოძრაობა, გარდა ხელებით ჟესტიკულაციისა.



წყარო: giorgimanasyan.com

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1383 | დაამატა: natia | ტეგები: საერთაშორისო ეთიკის ნორმები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: