საახალწლო შოკოლადის ტურონი
მასალა:
200–250გრ. შოკოლადი (შავი, რძიანი ან თეთრი, შეგიძლიათ შავი და
რძიანიც შეურიოთ)
30-40გრ. ნუში, ამდენივე თხილი და ქიშმიში
1 ჩ/კ. კარაქი.
მომზადება:
ნუშს დავასხათ ცხელი წყალი და გავაცალოთ კანი. შემდეგ მსუბუქად
მოვხალოთ, მოვხალოთ თხილიც და გავასუფთვოთ. ორთქლზე გავადნოთ შოკოლადი, დავამატოთ კარაქი,
ტურონის მოსამზადებლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ კექსის და პურის საცხობი ოთხკუთხედი
ფორმა, რომელშიც წინასწარ ჩავაფინოთ საკვები ცელოფანი. შემდეგ გავანაწილებთ ფორმის
ძირზე თხილს, ნუშს და ქიშმიშს, დავასხამთ ცხელ გამდნარ შოკოლადს და კარგად
გავანაწილებთ რომ ყველაგან განაწილდეს. გაგრილებული შოკოლადი შევდგათ მაცივარში
სრულ გამაგრებამდე, შემდეგ ამოვიღოთ, ცელოფანი მოვაცილოთ, დავჭერათ და მივირთვათ.
|