სააღდგომო კვერცხის შეღებვა
კვერცხი სასურველია,
ბუნებრივი საღებავით შეიღებოს. საუკეთესო საშუალებაა ენდრო. ერთი შეკვრა ენდრო
კარგად გავრეცხოთ, დავჩეჩქვოთ, დავასხათ 1-1,5 ლიტრი წყალი, 1 ჩაის კოვზი მარილი და 1
ჩაის კოვზი ძმარი, დავდგათ ცეცხლზე და 15-20 წუთი ავადუღოთ და გავაჩეროთ ერთი ღამე (ან
იმავე დღეს გააცივოთ კარგაად, ჩავაწყვოთ კვერცხები და მოვხარშოთ), მეორე დღეს,
ჩავაწყოთ 20 კვერცხი (თუ ბევრს ერთად მოვხარშავთ, კარგად არ შეიღებება და შეიძლება
დასკდეს კიდევაც). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, ჩავამატოთ, რამდენიც საჭიროა და
20-25 წუთი ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოვიღოთ, ცივ წყალში გადავაწყოთ
და ათიოდე წუთი დავტოვოთ (ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება).
|