მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1361
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოში
15:18
როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოში


როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოში

 

არგენტინა:

ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ისე რომ, ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით "იმოსება”. ერთ-ერთი გაზეთის რედაქცია ქაღალდების ფრიალით იმდენად მოიხიბლა, რომ მთელი არქივი ფანჯრიდან მოისროლეს. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახები არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი, ახალი წელი არ იქნებოდა.

ავსტრალია:

საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი თოვლის ბაბუს ხილვა მხოლოდ სიდნეის პლიაჟებზე შეიძლება. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის ბაბუს ტრადიციული სანტა-კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები – თეთრი წვერი და წითელი ქუდი მაინც აქვს. დასვენებისა თუ სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ავსტრალიელები დილის 5-6 საათზე იღვიძებენ, სამაგიეროდ უკვე ათი საათისთვის იძინებენ. ახალი წლის ღამე აქაც გამონაკლისია, თუმცა შუაღამის პირველ საათს არავინ აცილებს.

ავსტრია:

ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული "მსოფლიო ზარის” საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და დასვრა. ეს ტრადიცია ბედნიერების მომტანად მიაჩნდათ

ბირმა:

იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. სანახაობა, მართლაც რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ არაფერი გასაბრაზებელი არ არის, რადგან წყლის მისხმა კეთილგანწყობის გამოხატვაა

ბულგარეთი:

ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის (რატომ მაინცდამაინც შინდის, უცნობია) ჯოხს იძენენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშობლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იმ დროს, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას კიდევ ერთი წლის წაბრძანებას ამცნობს, სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ეს დრო საახალწლო კოცნას ეთმობა. ბულგარელების უხარით, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან მათი აზრით ეს ბედნიერების მომტანია.

საბერძნეთი:

ბერძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად თორმეტ საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ოჯახი ბედნიერად გაატარებს.

დანია:

დანიაში ტყის მცველებმაა ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან – რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ – ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინა საახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სიცივეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი ხე თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს, ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ.

ირლანდია:

ახალი წლის ღამეს, ირლანდიელები საკუთარი სახლის კარს ფართოდ აღებენ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს, სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგლიას დასვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს – "მშვიდობა ამ სახლს და მთელ მსოფლიოს!” – შესვამენ

კუბა:

ახალი წლის ღამეს კუბელები ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ. ასეთი ჟესტით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და რასაკვირველია, ბედნიერი ყოფილიყოს. აქ საათი მხოლოდ 11-ჯერ ჩამოჰკრავს, რადგან კუბელებისთვის მე-12 ჩამოკრა უკვე ახალი წელია.

მიკრონეზია:

მიკრონეზიის ერთ-ერთი კუნძულის მოსახლეობა, ყოველ ახალ წელს სახელს იცვლის. მათი აზრით, ამ გზით ისინი ბოროტ სულებს თავგზას უბნევენ. ყველაფერი კი ასე ხდება: პირველ იანვარს გაღვიძებული ოჯახის წევრები, თავიანთ სახელს პირზე ხელმიფარებულები წარმოთქვამენ, ამავე დროს, ოჯახის სხვა წევრი დაირას აახმაურებს, რომ ბოროტმა სულმა სახელი ვერ გაიგოს. სახელს ყველა ინდივიდუალურად ირჩევს, რის გამოც ერთ წელს სოფლის ნახევარზე მეტს მაიკლ ჯეკსონი ერქვა

პერუ:

პერუში მიაჩნიათ, რომ ის, ვინც საკუთარს სახლს ჩემოდნით ხელში შემოუვლის, დიდი ხნის ნატვრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება (ესეთი ტრადიცია არგენტინაშიც აქვთ ). სხვა ტრადიციის თანახმად კი, თუ გოგონა, რომელსაც ხელში წნელი უჭირავს, მის მეორე ბოლოს უცნობ ყმაწვილს შეახებს მისი საქმრო გახდება.

შოტლანდია:

ახალი წლის ღამეს, შოტლანდიელები კასრში ფისს ასხამენ და მას ქუჩებში მოატარებენ. მათი აზრით, ეს გასული წლის დაწვის სიმბოლოა, რის შედეგადაც ახალ წელს გზა ხსნილი აქვს. როდესაც საათის ისრები 12-ს მიუახლობდება, სახლის უფროსი კარს აღებს და მანამ არ კეტავს, სანამ ზარის უკანასკნელ დარეკვას არ გაიგონებს. ამით იგი სახლიდან ძველ წელს აძევებს, ახალს კი უშვებს. ახალი წლის ღამეს სახლში შავთმიანი მამაკაცის შესვლა კარგის ნიშანია.

წყარო: literatura.mcvane.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1592 | დაამატა: natia | ტეგები: როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: