მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » როგორ განვასხვავოთ მწვანილები
01:39
როგორ განვასხვავოთ მწვანილები


როგორ განვასხვავოთ მწვანილები

 

ეს სტატია ალბათ უფრო ახალგაზრდა დიასახლისებს დააინტერესებთ, მათ, ვისაც ჩემსავით არ ძალუძთ ოხრახუშისა და ნიახურის ერთმანეთისგან გარჩევა. ყოველთვის, როცა მწვანილის ყიდვას მავალებენ, გზადაგზა სულ სხვადასხვა მწვანილის დასახელება მიტრიალებს თავში, მაღაზიაში მისული კი გამყიდველს გადავაბარებ დასახელებებს და მძიმე ტვირთისგან განთავისუფლებული, მორჩილად ველოდები ჩემ რიგს. მწვანილების დამახსოვრება და შემდეგ მათი გარჩევა გაგიადვილდებათ, თუკი დაიმახსოვრებთ, რომ ოხრახუში, მაკიდო და `პეტრუშკა~ ერთი და იგივე მწვანილია. რაც შეეხება კამას, ოხრახუშისა და ნიახურისგან განსხვავებით, მას წვრილი წიწვების მაგვარი ფოთლები აქვს. აყვავებული მწვანილი რომ შეგხვდეთ, არ დაიბნეთ, მოზრდილი კამა პატარა ყვითელ ყვავილებს ისხამს. ნიახურის ღერო სქელი და ოდნავ მოვარდისფროა, მისი ფოთლები ოხრახუშთან შედარებით უფრო დიდია. ოხრახუში მთლიანად მწვანეა და წვრილი ღეროები აქვს. ოხრახუშთან შედარებით, ქინძის ფოთლები უფრო მომრგვალებული, ხოლო ღერო და ფოთოლი შედარებით რბილია. მწვანილი შეძენისას აუცილებლად ახალდაკრეფილი და ნედლი უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდეს გაყვითლებული ფოთლები. მწვანილების გარჩევაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი სწორად გარეცხვა, თუმცა მანამდე მწვანილს გადარჩევა სჭირდება, სხვა ბალახი რომ არ ერიოს. ასევე უნდა მოაშოროთ ფესვები და გაყვითლებული ფოთლები. შემდეგ დადეთ საწურზე და გარეცხეთ გამდინარე ცივ წყალში, გადაიტანეთ ღრმა ჭურჭელში და დამდგარ წყალში კიდევ ერთხელ გარეცხეთ, თან შეამოწმეთ, ხომ არ დარჩა თასის ფსკერზე კენჭი ან ქვიშა. 15-20 წუთის განმავლობაში დატოვეთ ცივ წყალში, ეს ხელს შეუწყობს მწვანილებდან ნიტრატების გამოდევნას. მწვანილების ცხელი წყლით გარეცხვა არ არის რეკომენდებული, რაც უფრო ცივ წყალში გავრეცხავთ მწვანილს, მით უფრო შეინარჩუნებს სიმკვრივესა და ვიტამინებს. მწვანილებს ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნიათ, უმეტესად მათ ხალხურ მედიცინაში იყენებენ. მაგალითად, კამას უმადობის საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევენ, იგი საჭმლის მომნელებელ სისტემას უხდება და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. ნიახურით თირკმლების დაავადებებს მკურნალობენ. მისი ფოთლები და თესლი შარდმდენ საშუალებად გამოიყენება, ნაყენი კი ორგანიზმს მარილებისგან ათავისუფლებს. ნიახური ხელს უშლის კენჭების წარმოქმნას და გამოიყენება რევმატიზმის სამკურნალოდაც. ახლა უკვე, როცა მწვანილების ამოცნობა და მათი გარეცხვის წესიც ვიცით, თავისუფლად შეგვიძლია ეს, ვიტამინებით სავსე მცენარეები, არა მარტო საკვები, არამედ სამკურნალო დანიშნულებითაც გამოვიყენოთ.

 

წყარო: lifestylebatumelebi.blogspot.com

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1415 | დაამატა: natia | ტეგები: როგორ განვასხვავოთ მწვანილები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: