მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » რით არის სასარგებლო სანელებლები
17:52
რით არის სასარგებლო სანელებლები


რით არის სასარგებლო სანელებლები

 

სანელებლები არა მხოლოდ კერძის გემოს აუმჯობესებს, არამედ ორგანიზმსაც აჯანსაღებს. აუცილებლად ნახეთ ვიდეოც, უკეთესი განწყობისათვის.

 

ანისული

ძველმა რომაელებმა პირველებმა დაიწყეს ამ სუნელის ფუნთუშებზე მოყრა. მცენარეს კი სასთუმალთანაც კიდებდნენ ჰაერის გასასუფთავებლად და ღამით კოღოებისგან თავდასაცავად.

 

სასარგებლო თვისებები:

აახალგაზრდავებს ორგანიზმს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აღვიძებს მადას, აცოცხლებს სუნთქვას. ანისულის ნაყოფის ნახარში მეძუძურ ქალს რძეს მატებს. გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი საშუალება.

 

შენიშვნა:

მოტკბო გემო და დამახასიათებელი სუნი აქვს, მაგრამ არომატს დიდხანს ვერ ინარჩუნებს. კარგად ეხამება რეჰანს, დარიჩინს, კამას.

 

გამოყენება:

ხილისა და ბოსტნეულის სალათები, რძის წვნიანები, ბორშჩი, მარინადები, მუსები, გროგი, პუნში, სიროფები.

 

რეჰანი

ამ მცენარის სამშობლო სამხრეთ აზიაა. მეთექვსმეტე საუკუნეში ევროპაში შევიდა, სწრაფად გავრცელდა და აფრიკასა და წყნარი ოკეანის კუნძულებსაც მიაღწია. რეჰანი მონარქებს უყვარდათ, ამიტომ სამეფო ბალახს უწოდებდნენ.

 

სასარგებლო თვისებები:

სპობს მიკრობებს, ხსნის სპაზმებს.

 

შენიშვნა:

მწარე და ოდნავ მოტკბო გემო დაჰკრავს და მუსკატის კაკალს ჩამოჰგავს. წვნიანებში, მოხარშულ და შემწვარ კერძებში საბოლოო მომზადებამდე 10-15 წუთით ადრე დებენ, ფარშში- მომზადების პროცესში. კარგად ეხამება მაიონეზს, ქინძს, ოხრახუშს, პიტნას, როზმარინს.

 

გამოყენება:

ბარდა, პომიდორი, ისპანახი, კომბოსტოს მწნილი, ომლეტი, სალათები და ხორცის კერძები, წვნიანები, საწებლები.

 

კოჭა (ჯანჯაფილი)

მისი აღმოცენების ადგილს არაბები საიდუმლოდ ინახავდნენ. ირწმუნებოდნენ, რომ კოჭა სადღაც, წითელი ზღვის იქით იზრდებოდა. პორტუგალიელები თავიანთ მონებს კოჭათი კვებავდნენ, რათა აქტიურად გამრავლებულიყვნენ. ჩინეთში თეთრი ღვინის, ძმრის, კოჭასა და ხახვის მარინადში ჩადებული კრევეტები ქალის უშვილობისა და ფრიგიდულობის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

 

სასარგებლო თვისებები:

ასტიმულირებს კუჭისა და ნაწლავების მუშაობას. აუმჯობესებს მადას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

 

შენიშვნა:

ცხარე გემო აქვს. გამხმარი ფესურა იყიდება როგორც ნაჭრების, ასევე დაფქული სახით. არსებობს თეთრი (ბენგალური) და შავი (ბარბადოსული), რომელიც უფრო არომატულია.

 

გამოყენება:

წვნიანები, ფაფები, შემწვარი ღორის ხორცი, იხვი, ინდაური, ბოსტნეულის რაგუ, სოკო, ცომეული, სასმელები, დესერტი.

 

ვანილი

პირველი ევროპელი, ვინც ვანილი გასინჯა, ქრისტეფორე კოლუმბი გახლდათ. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს რომელიღაც სამხრეთამერიკელი მმართველი კოლუმბს ფინჯანი ვანილიანი შოკოლადით გაუმასპინძლდა.

 

სასარგებლო თვისებები:

არეგულირებს ნახშირწყლების ცვლას, ამაგრებს სისხლძარღვებს.

 

შენიშვნა:

მწარე არომატი აქვს, სწორად შენახვის შემთხვევაში 36 წელზე დიდხანს ძლებს. მისი ღეროები მუქი ყავისფერია.

 

გამოყენება:

ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, მურაბები, ნაყინი, ხაჭოს კერძები, კრემები, დესერტი.

 

წყარო: ჟურნალი "რეიტინგი"

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1451 | დაამატა: natia | ტეგები: რით არის სასარგებლო სანელებლები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: