რემი მარტინი
შორეულ
1695 წელს
შარანტის ნაპირებთან ახლოს, მარტენების ოჯახს პატარა ბიჭი რემი შეეძინა. რემიმ მთელი ბავშვობა მევენახეების გარემოცვაში გაატარა და როდესაც წამოიზარდა, მიხვდა, რომ გულიდან ვერასდროს ამოიგდებდა მაგიდის ძვირფას პეიზაჟს და 17 წლიდან შექმნა და აამუშავა ოჯახური ფირმა, რომელიც თავისი პროდუქციით ნებისმიერი პლანეტის ალკოჰოლურ მოდას აკმაყოფილებდა. ხოლო სიცოცხლის ბოლო პერიოდში კომპანიის სამართავი საჭე თავის შვილიშვილს, პიერის ვაჟს რემი მეორეს 14 წლის ასაკში გადასცა. პატარა რემიმ მოახერხა და სახელი გაუთქვა ოჯახურ ფირმას იმითაც, რომ მის თავზე მთელმა რევოლუციურმა მოვლენებმა გადაიარა, რომელიც მან ასე ღირსეულად დასძლია და შეძლო თავის დაღწევა აქედან გამოწვეული პოლიტიკური თუ მატერიალური უფსკრულიდან. რემი მეორე აქტიურად ჩაება ბიზნესში, პოლიტიკაში და ზოგადად საფრანგეთმა მისი ძლევამოსილება კარგად დაინახა. როდესაც რემი მეორემ 40 წელს მიაღწია ამ ფირმის გასაღები თავის შვილს, რემი მესამეს უსახსოვრა და სწორედ ემილ რემიმ მოიფიქრა ფირმის სახელწოდება რემი-მარტინი. მეტი ინდივიდუალიზმისათვის
ემილ რემი მესამემ განსაკუთრებულად
გაუსვა ხაზი თავის კონიაკს და მათთვის სპეციალური ბოთლები აწარმოა. ხოლო მათგან ყველაზე გამორჩეული და ლამაზი რემი მარტინი - ლუი მეცამეტეს სორტის კონიაკისათვის დამზადდა. დღესაც არაჩვეულებრივად
ითვისებს საფრანგეთის ბაზარი რემი მარტინის სასმელებს, რომელთაც ძირითადად საღამოს ტრაპეზის შემდეგ გამოიყენებენ. ასევე რემი მარტინი უშვებს გაზიან სასმელებსა და წვენებს. რემი მარტინის ნებისმიერი პროდუქცია მომხმარებელს თავს, თავისი საიდუმლო, ამოუხსნელი აურით ამახსოვრებს.
წყარო:
avtoradio.ge
|