რედ ბული
ორიგინალური
სასმელი
"რედ
ბული”
1962 წელს
ერთმა იაპონურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ დაამზადა. მის შექმნას კი საფუძვლად დაედო ენერგიული სასმელი "ლიპოვიტანი”, რომელიც ტაილანდიდან იაპონიაში შექონდათ. თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, მისი გამოშვება 1980 წელს შეწყდა. ეს სასმელი მეტად პოპულარული იყო დიდი ავტომობილების მძღოლებსა და მშენებლებში. სწორედ ამ დროს შეიქმნა "რედ ბული” და იმავე დღიდან ამერიკის ბაზრის 80%-ც დაიკავა. სასმელი თავიდან მარტო აფთიაქებში იყიდებოდა და მას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით ყიდდნენ. თუმცა დიდი მოთხოვნილების შედეგად, "რედ ბულმა” მაღაზიებისა და სუპერმარკეტების
დახლებზე გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს წერდნენ და ამბობდნენ მისი მავნებლობის შესახებ, ამ ფაქტორს გაყიდვებზე არანაირად არ უმოქმედია, პირიქით, ეს ერთგვარ რეკლამადაც კი იქცა. "რედბულს” ძირითადად ახალგაზრდები ეტანებიან და მას სხვადასხვა სასმელშიც კი ურევენ, იმ მიზნით, რომ გემრიელი და ალკოჰოლური სასმელი გამოიყვანონ.
2006 წელს
ჟურნალმა
"ფორბსმა”
"რედ
ბულის” მფლობელი 292-ე მილიონერად დაასახელა მსოფლიოში. რაც შეეხება თავად "რედ ბულს,” იგი ყველაზე მოთხოვნადი სასმელემის 20-ეულში შევიდა.
წყარო:
avtoradio.ge
|