
„რძლის პეროგი"
მასალა:
კვერცხი
3ც.
არაჟანი
250მლ.
მაიონეზი
250მლ.
ფქვილი
240გრ.
გამაფხვიერებელი
1ს/კ.
ცოტა
მარილი
შიგთავსი:
კარტოფილის
პიურე 200გრ.
მოხარშული
ქათმის ფილე 200გრ.
გახეხილი
ყველი 100გრ
მოხარშული
კვერცხი 3ც.
მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი
ავთქვიფოთ,
დავამატოთ
არაჟანი, მაიონეზი, გამაფხვიერებელი,
ცოტა მარილი, ნელ–ნელა დავამატოთ ფქვილი და კარგად ვურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. ცომი უნდა გამოვიდეს არაჟნის კონსისტენციის.
შიგთავსის
მომზადება:
მოხარშული
კვერცხი და ქათმის ფილე დავჭრათ პატარა კუბიკებად, დავამტოთ კარტოფილის პიურე, ყველი, მარილი და კარგად ავურიოთ. შემდეგ გამოსაცხობ ფორმაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი ან ფოლგა, წავუსვათ კარაქი და დავასხათ ცომის ნახევარი, ცომის თავზე თანაბრად მოვაწყოთ მომზადებული შიგთავსი და ზევიდან დავასხათ დარჩენილი ცომი. პეროგი გამოვაცხოთ 180*
ტემპერატურაზე
20–30 წუთის
განმავლობაში.
(სურვილისამებრ
შიგთავსად
შეგვიძლია
გამოვიყენოთ
სოკო, კომბოსტო, თევზი და სხვა ნებისმიერი შიგთავსი).
|