რძის და ყველის სუპი
მასალა:
რძე 2 ლ.
ყველი 500გრ.
პიტნა 1-2 ძირი
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
200გრ. ყველი გავხეხოთ, 1/3 ნაწილ გახეხილ ყველს დავასხათ ადუღებული
რძე და ვხარშოთ ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა დავასხათ წვრილ საწურზე და
განუწყვეტლივ ვურიოთ, შემდეგ დავუმატოთ დარჩენილი გახეხილი ყველი და გავაცხელოთ
სქელი მასის მიღებამდე. პიტნა წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ მარილი, შევურიოთ
ყველიან მასაში და ავადუღოთ. 300გრ. ყველი დავჭრათ კუბიკებად, მომზადებული სუპი
დავასხათ თეფშზე და დავაწყოთ დაჭრილი ყველის ნაწილი. ასევე გავაკეთოთ თითოეულ
ულუფაზე.
|