რძეში ჩახარშული ყველი
მასალა:
რძე 1 ლ.
იმერული ყველი 400გრ.
სიმინდის ფქვილი 1-1 –1 / 2 ჭიქა
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
რძე ავადუღოთ, დავამატოთ გახახილი ყველი, განუწყვეტლივ ვურიოთ და ვადუღოთ ერთიანი მასის მიღებამდე. მოვაყაროთ
მარილი, თანდათანობით ჩავყაროთ ფქვილი და განუწყვეტლივ ვურიოთ. ვადუღოთ სანამ არ
მივიღებთ სქელი ფაფის მაგვარ მასას. მოზადების შემდეგ თავზე მოვაწყოთ კუბიკებად
დაჭრილი ყველი.
|