რამდენიმე რჩევა გერმანული ღვინის მოყვარულებს
სანამ
გერმანული
ღვინის მოყვარულები, ამ ქვეყნის ღვინოს დააგემოვნებენ კარგი იქნება, თუ მათივე რჩევას მიიღებენ და გაითვალისწინებენ.
გერმანელების
აზრით, რაც უფრო მალე დალევთ, ალემანურ მაღალი კლასის ღვინოს მით უკეთესი, უფრო ძალუმად შეიგრძნობთ ხასხასა, მაცოცხლებელ არომატს. სხვა კლასის ღვინოები კი უმჯობესია 4-5 წლის დაძველების შემდეგ დაილიოს. ახალგაზრდა
"შპეტლეზე”
ურიგო ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ ვისაც ბოთლში 5-დან 10 წლამდე დაძველებული
"შპეტლეზე”
გაუსინჯავს,
ახალგაზრდა
ღვინის დალევას ნამდვილად არ გირჩევდათ. ცნობილი გერმანული ღვინის ტიპის "აუსლეზეს”ღვინოები ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით
გამოირჩევა
და მათი გემოს ხიბლი პიკს მაშინ აღწევს, როდესაც ისინი 7-დან 10 წლამდე დაძველდებიან; ამასთან, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ, მაგალითად,
"რაინგაუს”
ღვინოებს,
სხვებთან შედარებით, ცოტა მეტი დრო სჭირდება მთლიანი სრულყოფილების მისაღწევად, მაშინ როცა რაინის პირას მოწეული სხვა ღვინოების დავარგების პროცესი ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოზელ-საარ-რუვერის რისლინგი ყველაზე დელიკატური გერმანული ღვინოა, ხოლო ამ რეგიონის უფრო დაბალი ხარისხის ღვინოების მოხმარება უფრო სწრაფად უნდა მოხდეს, ვიდრე რაინის ღვინოებისა. ბოლოს კი ისევ გამოცდილი ენოლოგების რჩევას შემოგთავაზებდით:
თუ დასაძველებლად ღვინის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად გასინჯეთ თქვენ მიერ არჩეული ღვინო.
წყარო:
avtoradio.ge
|