ყველის პეროგი ლავაშით
მასალა:
სომხური
ლავაში 6ც.
ყველი
400გრ.
არაჟანი
200გრ.
მაიონეზი
200გრ.
კვერცხი
3ც.
მომზადება:
ყველი
გავხეხოთ,
დავამატოთ
მაიონეზი,
არაჟანი კვერცხი და კარგად ავურიოთ. ტორტის გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და ჩავაფინოთ მასში მთლიანი ლავაში ისე რომ ლავაშის გვერდები ფორმაზე გადმოვიდეს. დანარჩენი ლავაში დავტეხოთ ხელით პატარა ნაჭრებად, თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ყველიან მასაში და მოვაწყოთ
ფორმაზე.
(ცოტა ყველიანი მასა შევინახოთ პეროგის თავზე წასასმელად). შემდეგ ლავაშის გვერდები კარგად ამოვუკეცოთ და თავზე მოვასხათ დარჩენილი ყველიანი მასა. გამოვაცხოთ აირღუმელში ოქროსფერი ფერის მიღებამდე.
|