ყველის მარინადი
მასალა:
200გრ. "ფეტა” ან ნაკლებმარილიანი იმერული ყველი
2/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი
3 კბილი ნიორი
თითო მწიკვი თავშავა (ორეგანო)
ბეგქონდარა და წითელი მწარე წიწაკა
1ც. დაფნის ფოთოლი
0.5 ჩ/კ. ხმელი ქინძი
0.5 ჩ/კ. შავი პილპილის მარცვლები.
მომზადება:
ხმელი ქინძი და შავი პილპილი მსხვილად დავფქვათ, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ორეგანო, ბეგქონდარა დამ წარე წიწაკა, შემდეგ ავურიოთ ზეთში. მინის ქილის ძირში ჩავდოთ დაფნის ფოთოლი, ჩავაწყოთ კუბებად დაჭრილი ყველი, დავასხათ შეკმაზული ზეთი, დავახუროთ საფარებლები და დავდგათ 1 კვირა გრილ ადგილას. ასე დამზადებული ყველი უხდება პიტასა და ტოსტებს.
|