ყველის ჩხირები მეგრულად
მასალა:
პურის ფქვილი 500გრ.
დაპრესილი საფუარი 25გრ.
რძე 250 მლ.
კარაქი 25გრ.
თაფლი 2 ს/კ.
გახეხილი ყველი 1/2 ჭიქა
კამა და ოხრახუში 3-4 ძირი
მარილი 1 ჩ/კ.
თავზე წასასმელად:
კვერცხის გული 1ც.
რძე 2 ს/კ.
მომზადება:
საფუარი გავხსნათ თბილ რძეში, დავამატოთ თაფლი, ავურიოთ, დავტოვოთ
თბილ ადგილას სანამ ბურთები არ წარმოიქმნება ქაფისაგან. გახეხილ ყველს დავამატოთ
გამდნარი ქარაქი, წვრილად დაჭრილი მწვანილები, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ რბილი
ცომი.მომზადებულ ცომს გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 1–1,5 სათი
ამოსასვლელად.ამ დროის განმავლობაში ორჯერ გადავზილოთ. მომზადებული ცომი
გავაბრტყელოთ ფირფიტად 0,5 სმ. სისქეზე, დავჭრათ ზოლებად სიგრძით 10 სმ და სიგანით
2 სმ. თითოეული ზოლი დავახვიოთ. დახვეული ჩხირები მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე,
გავაჩეროთ თბილ ადგილზე 5–10 წუთი ამოსასვლელად, შემდეგ თავზე წავუსვათ კვერცხისა
და რძისგან მომზადებული მასა.გამოვაცხოთ 10–15 წუთი 210 °С ტემპერატურაზე
აირღუმელში.
|