ყველიანი ჩხირები
მასალა:
ყველი 150გრ.
ფქვილი 1,5 ჭიქა
კარაქი 90გრ.
კეფირი ან რძე 4 ს/კ.
ლიმონის ცედრა (ერთი საშუალო ლიმონის)
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გავხეხოთ კარაქი და ყველი. დავამატოთ კეფირი ან რძე, მარილი, ლიმონის
ცედრა და კარგად ავურიოთ. შემდეგ შევაზილოთ ფქვილი და მოვზილოთ ელასტიური ცომი.
გავაბრტყელოთ, დავჭრათ 8–9 სანტიმეტრის სიგრძის ზოლებად და დავამრგვალოთ რგოლებად
(ჩხირებად). მომზადებული ჩხირები დავაწყოთ გამოსაცხობ ქაღალდზე და ვაცხობთ 180
გრადუსზე, 15 წუთის განმავლობაში.
|