ყველაზე ძვირადღირებულები
”ფორბსის”
მონაცემების
მიხედვით,
2009 წელს
ყველაზე ძვირადღირებული ტეკილა (სურათზე) 225 ათას დოლარად გაიყიდა. მისი მფლობელი უცნობი კოლექციონერი გახლავთ. ჭურჭელი ოქროსა და პლატინისგანაა დამზადებული. რაც შეეხება სითხეს, ტეკილა ლურჯი აგავას წვენისგან 6 წლის წინ დამზადდა. სწორედ დაძველება აძლევს მას განსაკუთრებულ გემოს. ყველაზე ძვირადღირებული არაყი ”დიაკა” გახლავთ. სითხე კრისტალებთან ერთადაა მოთავსებული ბოთლში, თუმცა მისი ფასის განმსაზღვრელი ეს ფაქტორი. არ არის. საქმე არყის ფილტრაციაშია, რაც მას ექსკლუზიურობას მატებს. ”დიაკა” პოლონეთში იწარმოება. თითო ბოთლის დამზადებას დაახლოებით 1 კარატამდე ბრილიანტი ესაჭიროება. ფილტრაციის დროს გამოყენებული ძვირფასი ქვა არაყს განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს. მისი ყიდვა კი, მხოლოდ ამერიკის ტრანსსასაზღვრო პუნქტებშია შესაძლებელი. რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ვისკის, ეს საპატიო ადგილი 1926 წელს გამოშვებულ
"მაკალანს”
ერგო. შოტლანდიური ვისკი 38 ათასი ევრო ღირს. მისი განსაკუთრებულობა
იმითიც გამოიხატება, რომ 2003 წელს, დედოფალ ელიზაბეტის ტახტზე ასვლის 50 წლისთავზე სწორედ ეს სასმელი შეისვა, რითაც მან განსაკუთრებული მოთხოვნილება და მსოფლიო პოპულარულობა მოიპოვა.
წყარო:
avtoradio.ge
|