 
 
 
 
 ყვავილოვანი კომბოსტოს მარინადი 
  
მასალა:  
1 ლ. წყალი 
120 მლ. ძმარი 
50გრ. შაქარი 
50გრ. მარილი 
5-6 მარცვალი შავი პილპილი და ბაჰარი 
2ც. მიხაკი 
2ც. დაფნის ფოთოლი 
1/4 ჩ/კ. დარიჩინი 
1გრ. ლომონმჟავა. 
მომზადება:  
ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ, 5-6 წუთი ვადუღოთ ლიმონის მჟავით გაჯერებულ მარილ-წყალში, გავაციოთ, მჭიდროდ მოვათავსოთ ქილებში. ცალკე მოვადუღოთ მარინადე და კომბოსტოს დავასხათ ცხელი სახით, 0,5 ლიტრიანი ქილები გავასტერილოთ 15 წუთის, ხოლო 1 ლიტრიანი – 20 წუთის განმავლობაში.   |