ყვავილოვანი კომბოსტო ნიგვზით
მასალა:
ყვავილოვანი კომბოსტო 1 კგ.
ნიგოზი 1–1/2 ჭიქა
ბროწეული 1ც.
ნიორი 3-4 კბილი
ქინძი, ოხრახუში, დაფქვილი წიწაკა, მარილი, ზაფრანა და ვაშლის სიდრი
ძმარი გემოვნებით.
მომზადება:
კომბოსტო გავასუფთავოთ, მოვხარშოთ მარილიან წყალში, გადმოვიღოთ
დუშლაკზე და გავაცივოთ. ნიგოზი და ნიორი გავატაროთ, დავამატოთ მარილი, წიწაკა,
წვრილად დაჭრილი მწვანილი, ძმარი და შევურიოთ კომბოსტოს. სუფრაზე მიტანის წინ
გავაფორმოთ წვრილად დაჭრილი მწვანილით და ბროწეულის მარცვლებით.
|