ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით
მასალა:
ყვავილოვანი კომბოსტო 1 კგ.
კვერცხი 4 ც.
ხახვი 2-3 თავი
კარაქი 100გრ.
რძე 100გრ.
ქინძი, კამა, ოხრახუში, ზაფრანა, დაფქვილი წიწაკა და მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
კომბოსტო გავასუფთავოთ დავასხათ წყალი, გავაჩეროთ 10–15 წუთი. შემდეგ
დავჭრათ, ჩავაწყოთ ქვაბში და მოვხარშოთ მარილიან წყალში. მოხარშვის შემდეგ
გადმოვიღოთ დუშლაკზე. კომბოსტო შევწვათ დაჭრილ ხახვთან ერთად, კარაქის ნახევარში.
შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, წიწაკა, ზაფრანა, მოვაყაროთ მარილი
და კარგად ავურიოთ. მომზადებულ მასაში ჩავასხათ, კარაქთან და რძესთან ერთად
ათქვეფილი კვერცხი. გამოვაცხოთ აირღუმელში. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად
დაჭრილი მწვანილები.
|