ყვავილოვანი კომბოსტო ბაჟეში
მასალა:
1 კგ. ყვავილოვანი კომბოსტო
2 ჭიქა ნიგოზი
3-4 კბილი ნიორი
1 ჩ/კ. უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი
ცოტა დაფხვნილი მუსკატის კაკალი
ზეთი კომბოსტოს შესაწვავად
გადადუღებული წყალი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
დავტეხოთ კომბოსტო საშუალო ზომის ტოტებად და შევწვათ ორივე
მხრიდან. სასურველია შიგნით ცოტა კრატუნა
იყოს, ნიგოზი, ნიორი, მარილი და სუნელები და ერთი ჭიქა წყალი მოვათავსოთ ბლენდერში
და კარგად დავაბლენდეროთ, ნელ-ნელა დავუმატოთ წყალი და სასურველ სიქეზე დავაყენოთ,
ჩავალაგოთ შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტოს ტოტები ბაჟეში, სასურველია დავტოვოთ
რამდენიმე საათი რომ ბაჟე კარგად გაუჟჯდეს.
|