მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ყურძენი
23:25
ყურძენი


ყურძენი

 

დღევანდელ მსოფლიოში ბევრი ფიქრობს, რომ ყურძნის და ღვინის სამშობლო საქართველოა. ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.. 7-6- ათასწლეულებს განეკუთვნება. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარიგარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ამპელოთერაპიის (ყურძნით მკურნალობის) შესახებ დღეს ბევრი იწერება. ყურძნის წიპწის სამკურნალო თვისებები, ძირითადად, განპირობებულია მასში შემავალი ფლავონოიდური ნაერთებით, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესებს, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას; ეს კი იწვევს ისეთი ავადმყოფობის შემსუბუქებას, როგორიცაა ართრიტი, დიაბეტი და დამბლით გამოწვეული მდგომარეობა. გარდა ამისა, ფლავონოიდები უკავშირდებიან კოლაგენს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში უჯრედების განახლებას, გაახალგაზრდავებას, მოქნილობასა და სხეულის სრულყოფას. ყურძნის მარცვლები შეიცავენ შაქარს გლუკოზის სახით.ასევე 0,5 დან 1,4 % ღვინის, ვაშლის და სხვა ორგანულ მჟავებს, 0,3-0,5 % მინერალურ ნივთიერებებს, კერძოდ, ფოსფორს, რკინას, კალციუმს და სხვ. 0,15-0,9 % ცილოვან ნაერთებს, 0,3-1 % პექტინს, ასევე ვიტამინ A( კაროტინს), B1(თიამინს, ანევრინს), B2(რიბოფლავინს), С(ასკორბინის მჟავას), В6(ადერმინს), და Р(ციტრინს). ყურძენს იყენებენ სამკურნალოდ ნივთიერებათა ცვლის და ძალების აღსადგენად. ასევე ანგინის, პირის ღრუს წყლულის და ხველის შესამსუბუქებლად. ყურძნის წვენი გამოიყენება, როგორც შარდმდენი და საფაღარათო საშუალება. ამ უნიკალურ მცენარეში ბევრი სასარგებლო მიკროელემენტი, ვიტამინი და მინერალური მარილებია, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, იგი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ყურძენი ასევე რეკომენდებულია სისხლნაკლულობის დროს, რადგან ხელს უწყობს ერითროციტების წარმოქმნას და ამაღლებს ჰემოგლობინს. სამკურნალოდ გამოიყენება ყურძნის წიპწებიც და ფოთოლიც. წიპწებში აღმოჩენილია აქტიური ნივთიერება პოლიფენოლი, რომელსაც გააჩნია თვისება შეაკავშიროს თავისუფალი რადიკალები. როგორც ცნობილია ეს უკანასკნელი არის მიზეზი დაბერების და ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის. ყურძნის ფოთოლს კი გააჩნია ბაქტერიციდული თვისება, ყურძნის ფოთლების ნაყენით მკურნალობენ კანის ჩირქოვან დაავადებებს, ასევე ივლებენ ყელს ანგინის დროს. ყურძნისგან მზადდება ღვინო. ღვინით მკურნალობას ეწოდება ენოთერაპია. ღვინო რთული შემადგენლობის პროდუქტია, რომელიც უამრავ სამკურნალო თვისებების მქონე კომპონენტს შეიცავს. ის ორგანიზმს ამარაგებს მაკრო და მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ამინომჟავებით... მდიდარია მთრიმლავი, საღებავი, პექტინოვანი, ფენოლური ნივთიერებებით (800-ზე მეტი კომპონენტით!). ორგანიზმში მოხვედრისას ღვინის შემადგენელი კომპონენტები ცალკეულად თუ კომპლექსურად განაპირობებენ: კარდიო და რადიოპროტექტორულ, ბაქტერიოციდულ, ანტიოქსიდანტურ, ანტივირუსულ, ანტისტრესულ, ანტისიმსივნურ და სხვა მოქმედებებს. ღვინო ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტსა და ტონუსს, ეხმარება საჭმლის შეთვისება-მონელებაში, გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს შარდში შაქრის კონცენტრაციის შემცირებას, რის გამოც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დიაბეტით დაავადებულებზე. ღვინის მცირე დოზით მიღება აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ახდენს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების ფიზიოლოგიურ ნორმაზე დაბალანსებას.

 

წყარო: ira-gar.blogspot.com

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1411 | დაამატა: natia | ტეგები: ყურძენი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: