ყიყლიყო
მასალა:
400გრ. თეთრი პური
3/2 ჩ/ჭ. რძე
2ც. კვერცხი
200გრ. ყველი
(სურვილისამებრ)
2 ს/კ. ერბო
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
პურის ნაჭრები ამოავლეთ ჯერ
რძეში, ხოლო შემდეგ ათქვეფილ კვერცხში. დააწყეთ ერბოდასხმულ და წინასწარ გაცხელებულ
ტაფაზე. თითოეულ ნაჭერზე სურვილისამებრ მოაყარეთ წვრილად გახეხილი ყველი. ტაფა
შედგით კარგად გახურებულ აირღუმელში და აცხვეთ. კარგად რომ შეწითლდება, გამოიღეთ
და ფრთხილად გადაიტანეთ თეფშზე.
|