ყავის კრემ-ბრულე
მასალა:
250მლ. რძე
250მლ. ნაღები
1ც. ფორთოხლისა და 1ც. ლიმონის წვენი და ცედრა
1 ღერი დარიჩინი
50გრ. ყავის
მარცვლები
6ც. კვერცხის გული
20გრ. სახამებელი
3ც. ფორთოხალი
2 ს/კ.
შაქრის პუდრა
1 ს/კ.
თეთრი ღვინო. შაქარი გემოვნებით.
მომზადება:
რძე,
ნაღები, დარიჩინი, ყავა, ლიმნისა და ფორთოხლის ცედრა და წვენი წამოვადუღოთ, შემდეგ კი გადავწუროთ. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გული და სახამებელი და ოდნავ შეგრილებულ რძეში თხელი ნაკადით ჩავასხათ, თან ვთქვიფოთ, ჩავასხათ ჭიქებში და გავაციოთ მაცივარში. 3 ცალი ფორთოხალი გავფცქვნათ, ამოვაცალოთ რბილი ნაწილი თეთრი კანის გარეშე. პატარა ტაფაზე დავყაროთ შაქრის პუდრა, დავასხათ 1 ჩ.კ. ფორთოხლის წვენი, ღვინო და გავაკეთოთ კარამელი. კარამელი მოვასხათ ფორთოხალს, გავაციოთ და მივირთვათ ყავის კრემთან ერთად.
|