"ყავა თურქულად”
ჩვეულებრივ
1 ჭიქას სჭირდება 1 სავსე ჩაის კოვზი ყავა და შაქარი გემოვნებით. ყავა თურქულად მზადდება სამგვარად:
1. ყავადანში რომელშიც ასხია ადუღებული წყალი ყრიან ყავას, შაქარს და ადუღებენ, წამოდუღებულს გადმოდგავენ ცეცხლიდან, ცოტახნით გააჩერებენ, შემდეგ კვლავ დგავენ ცეცხლზე (ამას ვიმეორებთ 3 ჯერ).
2. შაქარში გარეულ ყავას ცივ წყალს ასხავენ და რამდენიმე წუთს ტოვებენ, რათა არომატული ნივთიერება გამოსცეს. შემდეგ ყავას ნელ ცეცხლზე დგავენ და ყავა უფრო ნელა იხარშება და მეტ ქაფსაც იკეთებს. წამოდუღებისთანავე
გადმოდგავენ
ცეცხლიდან,
ხდიან ქაფს და შემდეგ კვლავ დგავენ და ადუღებენ. თუ გსურთ რომ ყავას ქაფი არ ქონდეს, ცეცხლიდან გადმოდგმისთანავე
ცივი წყალი დაასხურეთ. თურქული ყავა სუფრასთან ცივ წყალთან ერთად მიაქვთ.
3. თურქული ყავა გოგლი-მოგლით: 1 ჩ.კ. ყავა 1/2 კვერცხის გული, შაქარი. ყავა ჩვეულებრივ თურქულად რომელიმე წესით მოადუღეთ, და ბოლოს დაუმატეთ გოგლი-მოგლი. ეს არის მატონიზირებელი და საკმაოდ კალორიული, სუფრასთან მიგვაქვს როგორც ცხელი ასევე შეგრილებული ყავა.
|