ყაბაყის მურაბა
მასალა:
1კგ. ყაბაყი
1კგ.
შაქარი
1-2ც. ლიმონი
ვანილი
გემოვნებით.
მომზადება:
ყაბაყი
დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ სამურაბე ტაშტში, დავაყაროთ შაქარი, თხლად დაჭრილი ლიმონი და ავურიოთ. დავდგათ 1-2 საათით, რომ წვენი გაუშვას. თუ გვსურს, რომ უფრო მომჟავო იყოს მურაბა, გავუკეთოთ 2 ცალი ლიმონი. დავდგათ მურაბა ცეცხლზე და წამოვადუღოთ, შემდეგ შევაგრილოთ და 40-45 წუთის განმავლობაში ვხარშოთ, დავუმატოთ ვანილი და გადავანაწილოთ ქილებში.
|