ყაბაყის მწნილი
თუ
მალე გვინდა: რგოლებად დავჭრათ ყაბაყები (დაახლოვებით
1,5-2 სმ.სისქეზე) +წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ბულგარულიც კარგია მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი, რამოდენიმე ნივრის კბილი, პილპილის მარცვლები და დაფნა,
მწარე წიწაკა გემოვნებით. ავადუღოთ წყალი ჩავაყაროთ მარილი, დავასხათ ძმარი+ცოტა შაქარიც. გემო გავუსინჯოთ, კარგად უნდა ეტყობოდეს მარილი და ძმარი, ანუ უნდა გვსიამოვნებდეს მარინადის გემო. დავასხათ ყაბაყს და გავაჩეროთ 2-3 დღე. დავაფაროთ თეფში და დავადოთ ზევიდან სიმძიმე, მარინადი უნდა ფარავდეს ბოსტნეულს.
|