ფურიმი
მასალა:
ფქვილი 4 ჭიქა
კვერცხი 4ც.
შაქარი 1 ჭიქა
კარაქი (ან მარგარინი) 250გრ.
ვანილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი ერთად, როდესაც შაქარი დადნება დავამატოდ
გამდნარი მარგარინი (კარაქი), შემდეგ მარილი, ვანილი (გემოვნებით) და ბოლოს
ფქვილი. როდესაც მოვზელთ ცომს. გავყოთ 2 გუნდათ, თითო გავშალოთ, პატარა ჭიქით
გამოვჭრათ მრგვალი ცომის ფორმები, კოვზით ჩავდოთ შუაში გულსართი და გავაკეთოთ
სამკუთხედი ფორმის ნამცხვრები. შემდეგ შევდგათ
გახურებულ 220º ღუმელში და დავტოვოთ დაახლოებით 20-25 ჭუთი. გულსართი
შეილება იყოს თქვენი გემოვნების ფანტაზიაზე დამოკიდებული, თქვენ შეგიძლიათ: გაცრათ
ვაშლი, გაწუროთ წვენი, გემოვნებით დაუმატოდ შაქარი და ასეთი შიგთავსით შეავსოთ
ნამცხვრები, ან შეგიძლიათ ნებისმიერი ჯემი იხმაროთ. ფურიმი ტრადიციული ებრაული
ტკბილეულია.
|