
ფუნთუშები ძეხვით
მასალა:
ფქვილი
500გრ.
მოხარშული
ძეხვი
400– 500გრ.
როზმარინი
ან პაპრიკა 1/2 ჩ/კ.
საფუარი
1 ჩ/კ.
მარილი
და შაქარი გემოვნებით.
(აჯიკა
ან პომიდვრის საწებელი სურვილისამებრ).
მომზადება:
ფქვილში
ავურიოთ მშრალი ინგრედიენტები და თბილი წყლით მოვზილოთ რბილი ცომი. როცა ამოფუვდება გადავიტანოთ დაფაზე და გავაბრტყელოთ ისე, რომ ოთხკუთხედის ფორმა მიიღოს. დავჭრათ 3-4 სმ-ის ზოლებად, (წავუსვათ აჯიკა ან პამიდვრის საწებელი სურვილისამებრ) და ზედ დავალაგოთ შუაზე გაჭრილი ძეხვები, გადავახვიოთ და დავალაგოთ
ფქვილ მოყრილ ან ქაღალდჩაფენილ ფორმაში და გამოვაცხოთ.
|