![](/14/2912.jpg)
ფშავური (ფხალიანი ხაჭაპური)
მასალა:
ცომი:
კარაქი ან მარგარინი 200გრ.
რძე 1 ჩ/ჭ.
საფუარი (დროჟი) 25გრ.
ფქვილი რასაც შეიზელს.
შიგთავსი:
ჭარხალის ფოთოლი 600–700კგ.
ყველი 400–500გრ.
კვერცხის გული თავზე წასასმელად.
მომზადება:
ცომის მომზადება:
კარაქი ან მარგარინი კარგად დავკეპოთ ფქვილთან ერთად, გავაკეთოთ
ღრმული და ჩავასხათ ცივი რძე, რომელშიც კარგად იქნება გახსნილი საფუარი. მოვზილოთ
საშუალო სიმაგრის ცომი და მოვათავსოთ მაცივრის საყინულეში 40–50 წუთი. გამოვიღოთ,
გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ხაჭაპური ჩვეულებრივი წესით. ასეთი ცომი შეიძლება
მაცივარში შევინახოთ რამოდენიმე დღე და შემდეგ გამოვიყენოთ.
შიგთავსის მომზადება:
უმი ჭარხლის
ფოთოლი წვრილად დავჭრათ, დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ ასეთ მდგომარეობაში
რამდენიმე ხნით. ამის შემდეგ კარგად გავწუროთ, ავურიოთ შიგ დაფხვნილი იმერული
ყველი. ასეთი წესით მომზადებული ფხალი მოვათავსოთ გაბრტყელებულ ცომზე. მოვუკრათ
თავი, წავუსვათ ზედ გათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ კეცში ან აირღუმელში.
გამომცხვარ ხაჭაპურს წავუსვაღ ზედ კარაქი ან ერბო.
|